ვიქტორ იანუკოვიჩი ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართავს - მესმის, ბევრი „მრჩეველი“ გყავს, მაგრამ ვალდებული ხარ, ნებისმიერ ფასად შეაჩერო სისხლისღვრა და მიაღწიო სამშვიდობო შეთანხმებას
ვიქტორ იანუკოვიჩი ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართავს - მესმის, ბევრი „მრჩეველი“ გყავს, მაგრამ ვალდებული ხარ, ნებისმიერ ფასად შეაჩერო სისხლისღვრა და მიაღწიო სამშვიდობო შეთანხმებას

უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი ვიქტორ იანუკოვიჩი ვოლოდიმირ ზელენსკის მოუწოდებს, „ნებისმიერ ფასად შეაჩეროს სისხლისღვრა“.

„ძალიან კარგად მესმის, რომ ბევრი „მრჩეველი“ გყავს, მაგრამ პირადად შენ ვალდებული ხარ, ნებისმიერ ფასად შეაჩერო სისხლისღვრა და სამშვიდობო შეთანხმებას მიაღწიო. ამას თქვენგან ელოდებიან უკრაინაში, დონბასსა და რუსეთში. უკრაინელი ხალხი და თქვენი პარტნიორები დასავლეთში თქვენი მადლობელი იქნებიან“, – აღნიშნულია იანუკოვიჩის განცხადებაში.

შეგახსენებთ, უკრაინისა და რუსეთის დელეგაციების მოლაპარაკებების სამი რაუნდი 28 თებერვალს, 3 და 7 მარტს გაიმართა. არსებული ინფორმაციით, მოლაპარაკებების მეოთხე რაუნდი უახლოეს მომავალში გაიმართება.