ვიქტორ დოლიძე - ფინეთისა და შვედეთის ნატო-ში მიღება კარგი მაგალითია, კარგი საფუძველი მომავლისთვის, საქართველოს სრულფასოვანი ინტეგრაციისთვის
ფინეთისა და შვედეთის ნატო-ში მიღება კარგი მაგალითია, კარგი საფუძველი მომავლისთვის, საქართველოს სრულფასოვანი ინტეგრაციისთვის, – ამის შესახებ ნატო-ში საქართველოს ელჩმა ვიქტორ დოლიძემ განაცხადა.
მისი თქმით, ეს კარგი ნაბიჯია საქართველოს ინტერესების კონტექსტშიც.
„პირველ რიგში, მინდა, მივულოცო ჩვენს ფინელ და შვედ მეგობრებს. ეს ძალიან კარგი ნაბიჯია ჩვენი ინტერესების გათვალისწინებითაც კი, გამომდინარე იქიდან, რომ ღია კარის პოლიტიკა მოქმედებს და არის ეფექტური. ეს ალიანსმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, მაგრამ ამავე დროს არის გადასარევი პრეცედენტი, რომ ასეთ სწრაფ დროში თურმე, თუკი პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნება მიღებული, ქვეყანამ უკვე გადადგას უსწრაფესი ნაბიჯები მომავალი გაწევრიანების თვალსაზრისით. ამიტომ, ჩემი აზრით, ეს კარგი მაგალითია და კარგი საფუძველი მომავლისთვის, საქართველოს სრულფასოვანი ინტეგრაციისთვის“, – განაცხადა ვიქტორ დოლიძემ.