ვიქტორ დოლიძე - საქართველო რჩება ნატო-ს ერთ-ერთ ყველაზე უახლოეს პარტნიორად
ვფიქრობ, ძალიან სწორი დროა, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი იმყოფება ბრიუსელში და ეს ეხება როგორც ევროკავშირს, ასევე ნატო-საც, პარალელური პროცესია ჩვენი მომავალი წევრობის, ევროინტეგრაციული პროცესების თვალსაზრისით, ისევე როგორც, რა თქმა უნდა, უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის გაძლიერების მხრივ, – ამის შესახებ ნატო-ში საქართველოს ელჩმა, ვიქტორ დოლიძემ განაცხადა.
დოლიძის თქმით, საქართველო არის და რჩება ნატო-ს ერთ-ერთ ყველაზე უახლოეს პარტნიორად.
„ჩვენ ურთულესი წელი გვაქვს, არანაკლებ რთული, ვიდრე გასული წელი. დაგეგმილია სამიტი, დაგეგმილია მინისტერიალები. ჩვენ ყველგან ვიქნებით. რა დონეზე და რა ფორმატში წარმოდგენილი, ამას უკვე დრო გვაჩვენებს, მაგრამ იმ გლობალურ გამოწვევებს, რაც ყველას უდგას და, მათ შორის, ჩვენს ქვეყანას, ბუნებრივია, ყურადღება სჭრიდება. მიუხედავად იმისა, რომ დღეს უკრაინაა ნომერ პირველი თემა, ასევე სხვა რეგიონული თემები, როგორიც არის, მაგალითად, ჩინეთთან მიმართებაში გამოწვევები, საქართველო არის და რჩება ნატო-ს ერთ-ერთ ყველაზე უახლოეს პარტნიორად. ეს ასახულია გასული წლის მადრიდის სამიტის ახალ კონცეპტუალურ დოკუმენტში, რამდენიმე დღის წინ ამაზე ისაუბრა თავის ყოველწლიურ რეპორტში ნატო-ს გენერალურმა მდივანმა. ვფიქრობ, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი სიგნალი ყველასთვის, მათ შორის ჩვენთვის, რომ გავაძლიეროთ ჩვენი თავდაცვა, უსაფრთხოება, ურთიერთთავსებადობა ალიანსთან და, რა თქმა უნდა, დემოკრატიული პროცესები მომავალი ინტეგრაციის თვალსაზრისით“, – განაცხადა დოლიძემ.