ვიქტორ ბაბარიკოს საარჩევნო შტაბის წევრებმა ცესკო-ს პრეზიდენტობის კანდიდატად რეგისტრაციისთვის საჭირო დოკუმენტები წარუდგინეს
„ბელგაზპრომ ბანკის“ მმართველი საბჭოს ყოფილი თავმჯდომარის, ვიქტორ ბაბარიკოს საარჩევნო შტაბის წევრებმა ცენტრალურ საარჩევნო კომისიას პრეზიდენტობის კანდიდატად რეგისტრაციისთვის საჭირო დოკუმენტები წარუდგინეს.
თავად ბაბარიკო და მისი შვილი, ედუარდი პრეზიდენტობის კანდიდატად რეგისტრაციისთვის საჭირო ხელმოწერების შეგროვების ვადის ამოწურვამდე ერთი დღით ადრე, 18 ივნისს დააკავეს, მათი ბინები კი გაჩხრიკეს.
ბელარუსის სახელმწიფო კონტროლის კომიტეტის განცხადების თანახმად, ვიქტორ ბაბარიკოს დაკავების მიზეზი სამხილების დაფარვის მიზნით მოწმეებზე ზემოქმედების მცდელობაა. მანამდე, 11 ივნისს ჩხრეკა ჩატარდა მინსკში „ბელგაზპრომ ბანკის“ მთავარ ოფისში ფულის გათეთრებისა და გადასახადებისგან თავის არიდების საქმის გამოძიების ფარგლებში.