ვიოლა ფონ კრამონი - სალომე ზურაბიშვილმა გვაჩვენა მეგობრული დამოკიდებულება ევროპარლამენტარებისადმი, თავს არ დასხმია ევროპულ ინსტიტუციებს
ვფიქრობ, სალომე ზურაბიშვილი ძალიან მკაფიო იყო, ის წარმოადგენს ქართველ ხალხს და მისი საქმეა საქართველოს ევროკავშირთან დაახლოება, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, ვიოლა ფონ კრამონმა ევროპარლამენტში საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის გამოსვლის შეფასებისას განაცხადა.
„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მიწვევას დათანხმდა და მოვიდა ევროპარლამენტში. მან გვაჩვენა ძალიან მეგობრული დამოკიდებულება ევროპარლამენტარებისადმი. თავს არ დასხმია ევროპულ ინსტიტუციებს, როგორც, მაგალითად, გასულ კვირას საქართველოს მთავრობის ზოგიერთი წევრი. საერთო ჯამში, მან ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვა.
ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო, მისთვის მოგვესმინა. ის წარმოადგენს ქართველ ხალხს და მისი საქმეა საქართველოს ევროკავშირთან დაახლოება. ჩვენ ეს ძალიან კარგად მოვისმინეთ“, – განაცხადა ვიოლა ფონ კრამონმა.