ვიოლა ფონ კრამონი - მიხეილ სააკაშვილმა დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს შიმშილობა, მიიღოს სათანადო სამედიცინო დახმარება და მიეცეს უფლება, დაესწროს საკუთარ არაპოლიტიზებულ სასამართლო პროცესს
„ქართული ოცნება“ უფრო მეტად და მეტად ემსგავსება წინა ხელისუფლებას, საქართველო უკეთესს იმსახურებს, – ამის შესახებ ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი „ტვიტერზე“ წერს.
ევროპარლამენტარი საქართველოს პენიტენციური სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ ვიდეომასალებს ეხმაურება და აცხადებს, რომ საქართველოს მთავრობის მხრიდან ამ ვიდეოების გავრცელება სავალალოა. კრამონი აღნიშნავს, რომ სააკაშვილმა შიმშილობა დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს.
„საქართველო შეძრწუნებულია ექსპრეზიდენტ სააკაშვილის მიმართ არასათანადო მოპყრობის გამო. საქართველოს მთავრობის მხრიდან ამ ვიდეოების გავრცელება სავალალოა. საქმე ძალიან პოლიტიკური ხდება და „ქართული ოცნება“ უფრო მეტად და მეტად ემსგავსება წინა ხელისუფლებას. საქართველო უკეთესს იმსახურებს.
სააკაშვილმა დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს შიმშილობა, მიიღოს სათანადო სამედიცინო დახმარება და მიეცეს უფლება, დაესწროს საკუთარ არაპოლიტიზებულ სასამართლო პროცესს. საქართველომ უნდა გადალახოს ეს არეულობა და დაიწყოს რეალურ პრობლემებზე პასუხის გაცემა, როგორიცაა მაგალითად, ოკუპაცია, სიღარიბე და დემოკრატიის უკუსვლა.
და ვინ სარგებლობს ამ არასაჭირო დრამით? არა საქართველოს ხალხი და არა მათი საერთაშორისო მეგობრები, არამედ ისინი, ვინც ხალისით თელავს საქართველოს ხუთჯვრიან დროშას“, – წერს ვიოლა ფონ კრამონი.