ვიოლა ფონ კრამონი ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას პასუხობს - ძალიან მაცდური კარიერული პერსპექტივაა
ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას „ტვიტერის“ მეშვეობით ეხმაურება.
„ძალიან მაცდური კარიერული პერსპექტივაა“, – წერს ფონ კრამონი.
შეგახსენებთ, ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს განაცხადა, რომ „მისი უფროსი არ არის ევროპარლამენტარი, მისი უფროსია ქართველი ხალხი“.
„არ მაინტერესებს, ვინ რა თქვა, მე ვეუბნები ჩვენს ხალხს, რომ ეს იყო სესხი და ჩვენ დამატებითი სესხის აღებაზე ვთქვით უარი“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
აღნიშნული განცხადებით ირაკლი ღარიბაშვილმა უპასუხა ვიოლა ფონ კრამონის მანამდე გაკეთებულ განცხადებას, სადაც ევროპარლამენტარი აღნიშნავდა, რომ „საქართველოს მთავრობამ არ შეასრულა ევროკავშირის მიკროფინანსური დახმარების მეორე ტრანშის მიღების პირობები და ამიტომ, ვერ იტყოდა უარს იმაზე, რისი მიღების უფლებაც არ ჰქონდა“.