ვიოლა ფონ კრამონი - ევროპარლამენტში არაერთხელ განვაცხადეთ ხმამაღლა, რომ ვთხოვთ ყველა პოლიტიკურ ძალას, უფრო გონივრულად მოიქცნენ, არაა საჭირო ბლოკირება, ბოიკოტი და რაღაცების გამორიცხვა
საქართველოს გაცილებით უკეთესად შეუძლია მოქმედება და შეუძლია გახდეს ლიდერი არა მხოლოდ რეგიონში, არამედ სულ მცირე აღმოსაველთ პარტნიორობის პროგრამაში, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა ვიოლა ფონ კრამონმა ონლაინკონფერენციის დროს განაცხადა, რომლის ორგანიზატორი ევროპელი კონსერვატორების და რეფორმისტების ჯგუფი იყო. დისკუსიის მოდერატორი გახლდათ ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა.
„ცხადია, ვწუხვარ ბოლო თვეებში განვითარებული მოვლენების გამო. იმედი მაქვს, რომ ევროკავშირის მიერ მედიატორად დანიშნული კრისტიან დანიელსონის მისია წარმატებული იქნება და შედეგს მალე დავინახავთ, რათა შემდეგი ნაბიჯის გადადგმა შესაძლებელი გახდეს. უკვე შემდეგ კი საქართველოს დავინახავთ რეგიონში მთავარ მამოძრავებელ ძალად, მათ შორის მედიატორ ძალად მთიან ყარაბაღში და ზოგადად, სამხრეთ კავკასიაში და ასევე ქართველების ევროპული მისწრაფების მამოძრავებელ ძალად. ჩვენ ევროპარლამენტში არაერთხელ განვაცხადეთ ხმამაღლა, რომ ვთხოვთ ყველა პოლიტიკურ ძალას, უფრო გონივრულად მოიქცნენ, არაა საჭირო ბლოკირება, ბოიკოტი და რაღაცების გამორიცხვა. ასევე, არაა საჭირო ადმინისტრაციული ძალის გამოყენება არჩევნების დროს უპირატესობის მოსაპოვებლად“,- განაცხადა ვიოლა ფონ კრამონმა.