„მე ვინახავ ჩემი სახლის გასაღებს“ - ამ სახელწოდებით თბილისში მსვლელობა მიმდინარეობს
„მე ვინახავ ჩემი სახლის გასაღებს“ ამ სახელწოდებით თბილისში აქცია მიმდინარეობს.
დევნილები 25 წლის წინ აფხაზეთიდან მშვიდობიანი მოსახლეობის გამოდევნას მსვლელობით აპროტესტებენ.
მსვლელობა „რესპუბლიკის მოედნიდან“ დაიწყო. აქციის მონაწილეებს საკუთარი სახლის გასაღები აქვს მოტანილი და იმედოვნებენ, რომ უახლოეს პერიოდში სწორედ ამ გასაღებით აფხაზეთში საკუთარი სახლის კარს გააღებენ.
მსვლელობის მონაწილეები ტროტუარით გადაადგილდებიან, ამიტომ გზის სავალი ნაწილი არ გადაკეტილა.