ვინ არიან საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატები - ცესკო-მ რეგისტრაციის პროცესი დაასრულა
ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში პრეზიდენტობის კანდიდატთა რეგისტრაციის პროცესი დასრულდა. 28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მსურველი 46 კანდიდატიდან ცესკო-მ 25 კანდიდატი დაარეგისტრირა, მათგან 19 პოლიტიკური პარტიების, ხოლო ექვსი საინიციატივო ჯგუფების მიერაა წარდგენილი.
საქართველოს პრეზიდენტის 2018 წლის 28 ოქტომბრის არჩევნებისთვის რეგისტრირებულ კანდიდატთა სია ასეთია:
1. დავით ბაქრაძე – პ/გ „ევროპული საქართველო – მოძრაობა თავისუფლებისათვის“, საარჩევნო ნომერი – N2
2. მიხეილ (გელა) სალუაშვილი – პ/გ „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“ – N28
3. ზვიად ბაღდავაძე – პ/გ „სამოქალაქო პლატფორმა – ახალი საქართველო“ N27
4. შალვა ნათელაშვილი – „საქართველოს ლეიბორისტული პარტია“ N10
5. ირაკლი გორგაძე – პ/გ „მოძრაობა თავისუფალი საქართველოსთვის“ N23
6. გრიგოლ ვაშაძე – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ N5
7. გიორგი ლილუაშვილი – პ/გ პარტია „საქართველო“ N17
8. სალომე ზურაბიშვილი – ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფი N48
9. ზვიად მეხატიშვილი – მპგ „საქართველოს ქრისტიან-კონსერვატიული პარტია“ N13
10. ვახტანგ გაბუნია – პ/გ „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა“ N4
11. დავით უსუფაშვილი – პ/გ „თავისუფალი დემოკრატები“ N25
12. ბესარიონ თედიაშვილი – ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფი N49
13. ლევან ჩხეიძე – პ/გ „ახალი ქრისტიან-დემოკრატები“ N40
14. ზვიად იაშვილი – პ/გ „ეროვნულ-დემოკრატიული პარტია“ N30
15. ზურაბ ჯაფარიძე – „გირჩი“ N 36
16. აკაკი ასათიანი – ,,ქართველ ტრადიციონალისტთა კავშირი“ N18
17. გელა ხუციშვილი – პ/გ „საქართველოს ძალოვან ვეტერანთა და პატრიოტთა პოლიტიკური მოძრაობა“ N35
18. კახა კუკავა – პ/გ „თავისუფალი საქართველო“ N21
19. თამარ ცხორაგაული – პოლიტიკური მოძრაობა „თავისუფლება – ზვიად გამსახურდიას გზა“ N31
20. გიორგი ანდრიაძე – ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფი N51
21. ვლადიმერ ნონიკაშვილი – ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფი N62
22. კახაბერ ჭიჭინაძე – ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფი N58
23. მიხეილ ანთაძე – მოძრაობა ,,სახელმწიფო ხალხისთვის“ N1
24. ოთარ მეუნარგია – „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს“ N22
25. თეიმურაზ შაშიაშვილი – ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფი N65