ვილი სანიოლმა ნაკრებში 17 წლის გაბრიელ სიგუა გამოიძახა - ტრავმირებულ ხოჭოლავას კობახიძე შეცვლის #1TVSPORT
მარტის სანაკრებო თამაშებში საქართველოს ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებში გამოძახებულ მოთამაშეთა სიაში ცვლილებაა, ვილი სანიოლმა დებიუტანტი გამოიძახა და ტრავმირებული მოთამაშე შეცვალა, – ინფორმაციას სფფ-ის პრესსამსახური ავრცელებს.
ნაკრებს დავით ხოჭოლავა გამოაკლდა – მიზეზი მუხლის ტრავმაა. „კოპენჰაგენის“ ცენტრალური მცველის ნაცვლად ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა გუნდში ბათუმის „დინამოდან“ მამუკა კობახიძე გამოიძახა.
ვილი სანიოლმა უახლოესი ორი მატჩისთვის ეროვნულ ნაკრებში ერთი დებიუტანტსაც უხმო – „ჯვაროსნებს“ საწვრთნელ შეკრებაზე „დინამო თბილისის“ ნახევარმცველი, 17 წლის გაბრიელ სიგუა შეუერთდება. სიგუამ ეროვნული ლიგის მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 5 მატჩში უკვე 3 გოლი გაიტანა.
საქართველოს ეროვნული ნაკრები მარტში ორ მატჩს გამართავს. 25 მარტს ვილი სანიოლის გუნდი ამხანაგურ შეხვედრაში მონღოლეთის ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდება, ხოლო 28 მარტს ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრას ნორვეგიის წინააღმდეგ გამართავს.
25 მარტი, 18:00
საქართველო – მონღოლეთი
28 მარტი, 20:00
საქართველო – ნორვეგია
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა
მეკარე: გიორგი ლორია („ანორთოსისი“, ფამაგუსტა, კვიპროსი), გიორგი მამარდაშვილი („ვალენსია“, ესპანეთი), ლუკა გუგეშაშვილი („ყარაბაღი“, აზერბაიჯანი)
დაცვა: გურამ კაშია („სლოვანი“, ბრატისლავა, სლოვაკეთი), ოთარ კაკაბაძე („კრაკოვია“, კრაკოვი, პოლონეთი), მამუკა კობახიძე („დინამო“, ბათუმი, საქართველო), სოლომონ კვერკველია („ნეფთჩი“, ბაქო, აზერბაიჯანი), ირაკლი აზაროვი („ცრვენა ზვეზდა“, ბელგრადი, სერბეთი), გიორგი გოჩოლეიშვილი („შახტარი“, დონეცკი, უკრაინა), ჯიმი ტაბიძე („დინამო“, თბილისი, საქართველო), საბა საზონოვი („დინამო“, მოსკოვი, რუსეთი), ლაშა დვალი („აპოელი“, ნიქოზია, კვიპროსი), გიორგი წიტაიშვილი („ლეხი“, პოზნანი, პოლონეთი)
ნახევარდაცვა/თავდასხმა: ნიკა კვეკვესკირი („ლეხი“, პოზნანი, პოლონეთი), ანზორ მექვაბიშვილი („დინამო“, თბილისი, საქართველო), ლუკა გაგნიძე („დინამო“ მოსკოვი, რუსეთი), გაბრიელ სიგუა („დინამო“, თბილისი, საქართველო) გიორგი აბურჯანია („ჟილ ვისენტე“, ბარსელუში, პორტუგალია), გიორგი ჩაკვეტაძე („სლოვანი“, ბრატისლავა, სლოვაკეთი), საბა ლობჟანიძე („კარაგუმრუკი“, სტამბოლი, თურქეთი), ზურიკო დავითაშვილი („ბორდო“, საფრანგეთი), ხვიჩა კვარაცხელია („ნაპოლი“, ნეაპოლი, იტალია), გიორგი მიქაუტაძე („მეცი“, საფრანგეთი), დავით ვოლკოვი („საბაჰი“, მასაზირი, აზერბაიჯანი), გიორგი ბერიძე („ანკარაგუჯუ“, ანკარა, თურქეთი), ბუდუ ზივზივაძე („კარლსრუე“, გერმანია)