ვილი სანიოლი - მადლობა ბიჭებს, რომლებმაც ბევრი ოფლი დაღვარეს წარმატების მისაღწევად
თავისუფლების მოედანზე მოწყობილ სცენაზე საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა გულშემატკივარს ემოციური სიტყვით მიმართა:
„მინდა, აღვნიშნო, რომ სამ-ნახევარი წელი, რაც აქ ვარ, ძალიან გაიწელა. ფეხბურთელებმა ბევრი ოფლი დაღვარეს მიზნის მისაღწევად. იმედი მაქვს, მომდევნო სამ-ნახევარ წელიწადში, უკეთესით თუ არა, ამავე შედეგით ავალთ სცენაზე. მადლობა, საქართველო!“