ვიეტნამის კომუნისტურმა პარტიამ პრეზიდენტ ვო ვან თჰიონგის გადადგომის მოთხოვნა დააკმაყოფილა
ვიეტნამის კომუნისტურმა პარტიამ პრეზიდენტ ვო ვან თჰიონგის გადადგომის მოთხოვნა დააკმაყოფილა. ამის შესახებ ინფორმაციას ქვეყნის მთავრობა ავრცელებს.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, თჰიონგმა დაარღვია პარტიის წესები. განცხადების თანახმად, ამ „ნაკლოვანებებმა უარყოფითი გავლენა მოახდინა საზოგადოებრივ აზრზე, გავლენა მოახდინა პარტიის, სახელმწიფოს და პირადად მის რეპუტაციაზე“. მთავრობის განცხადებაში დაკონკრეტებული არ არის, რა ნაკლოვანებები ჰქონდა ვო ვან თჰიონგს.
ამასთან, მედიის ცნობით, ხუთშაბათს ვიეტნამის პარლამენტის რიგგარეშე სხდომაა დაგეგმილი, სადაც პარტიის გადაწყვეტილებას დეპუტატებიც დაადასტურებენ. ვო ვან თჰიონგი ვიეტნამის პრეზიდენტის თანამდებობას ერთი წლის განმავლობაში იკავებდა.