ვიეტნამის დედაქალაქში აშშ-ჩრდილოეთ კორეის სამიტის მეორე დღე დაიწყო
ვიეტნამის დედაქალაქში აშშ-ჩრდილოეთ კორეის სამიტის მეორე დღე დაიწყო

ვიეტნამის დედაქალაქში აშშ-ჩრდილოეთ კორეის სამიტის მეორე დღე დაიწყო. დონალდ ტრამპის და კიმ ჩენ ინის ერთი ერთზე ფორმატში შეხვედრის შემდეგ, ამჟამად მოლაპარაკებები გაფართოებულ ფორმატში მიმდინარეობს.

მოკლე ბრიფინგზე, დონალდ ტრამპი ჩრდილოეთ კორეის ლიდერს დაჰპირდა, რომ „ძლიერ ეკონომიკურ ძალად“ გახდომაში დაეხმარება. დონალდ ტრამპმა კიმ ჩენ ინს უთხრა, რომ ჩრდილო კორეის მხრიდან ბირთვული საცდელი რაკეტების გაშვების შეწყვეტას აშშ ძალიან აფასებს.

თეთრი სახლის ლიდერმა იმედი გამოთქვა, რომ აშშ-ს ჩრდილოეთ კორეასთან მრავალწლიანი წარმატებული თანამშრომლობა ექნება. დონალდ ტრამპის განცხადებით, მსგავსი შესანიშნავი ხელმძღვანელობის პირობებში, ჩრდილოეთ კორეა წარმატებული სახელმწიფო იქნება.

თავის მხრივ კიმ ჩენ ინმა იმედი გამოთქვა, რომ აშშ-ჩრდილოეთ კორეის მეორე სამიტი კარგი შედეგებით დასრულდება.