ვიდეოთამაშ Civilization VI: Rise and Fall-ის თემა საქართველო და თამარ მეფე იქნება
ვიდეოთამაშ Civilization VI: Rise and Fall-ის თემა საქართველო და თამარ მეფე იქნება

პოპულარული სტრატეგიული ჟანრის ვიდეოთამაშის, Sid Meier’s Civilization VI-ის ახალ ნაწილში Civilization VI: Rise and Fall ერთ-ერთი თემა საქართველო და თამარ მეფე იქნება.

„შეეგებეთ ქართულ ცივილიზაციას და მის ლიდერს — თამარს, რომელიც ერთ-ერთი იქნება Civilization VI: Rise and Fall-ის ახალ ცხრა ლიდერს შორის. თამაშის ეს ნაწილი 8 თებერვალს გამოვა“, — ნათქვამია Sid Meier’s Civilization VI ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნებულ ანონსში.

„გახსოვდეთ მისი (თამარის) დიპლომატიური მამაცობა, ხელოვნების სიყვარული, ღვთისმოსაობა და საქართველოს სამეფოს განვრცობა. სულაც არაა გასაკვირი, რომ თამარი წმინდანადაა შერაცხული“, — ნათქვამია ანონსში.

Sid Meier’s Civilization VI ამერიკული სტრატეგიული ვიდეოთამაშია, რომელიც 2016 წლის მიწურულს შეიქმნა და დიდი პოპულარობით სარგებლობს.

მოთამაშის მიზანია გაუძღვეს ახლად შექმნილ ცივილიზაციას ადრეული დასახლების ეტაპიდან მთელი ათასწლეულის განმავლობაში და აქციოს იგი მსოფლიო მბრძანებლად. მოთამაშემ გზადაგზა უნდა მიაღწიოს რამდენიმე გამარჯვებას, მაგალითად, გახდეს სამხედრო ძალაუფლება, მოიპოვოს ტექნოლოგიური უპირატესობა, დიპლომატური ლიდერობა, კულტურული გავლენა.

იმისათვის, რათა ამ ყველაფერს მიაღწიონ, მოთამაშეები იკვლევენ მსოფლიოს, აშენებენ ახალ ქალაქებს, აძლიერებენ სამხედრო ძალებს თავდაცვისა თუ სხვებზე თავდასხმისათვის, იკვლევენ ახალ ტექნოლოგიებს, აწარმოებენ მოლაპარაკებებსა და ვაჭრობას მსოფლიოს სხვა ლიდერებთან.

თამაშის ახალი ვერსია, რომლის ერთ-ერთი თემაც საქართველო და თამარ მეფე იქნება, ჩრდილოეთ ამერიკაში 2018 წლის 8 თებერვალს გამოვა.

მომზადებულია civilization.com-ის მიხედვით