კოლუმბიის დედაქალაქ ბოგოტაში ფიფას კონგრესი მიმდინარეობს, რომელზეც მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატთან დაკავშირებით, რამდენიმე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღეს.
კერძოდ, ფიფამ დაამტკიცა მომავალ მუნდიალზე ვიდეორეფერის გამოყენება.
საერთაშორისო ფედერაციაში მიაჩნიათ, რომ ამ სისტემამ წარმატებით გაიარა ტესტირება ფიფას ეგიდით გამართულ ტურნირებზე – კონფედერაციათა თასზე და კლუბებს შორის მსოფლიოს ჩემპიონატზე.
ასევე პირველად მსოფლიოს ჩემპიონატების ისტორიაში, მწვრთნელებს უფლება ექნებათ, მეოთხე ცვლილება გამოიყენონ პლეი ოფის მატჩებში დამატებითი დროის შემთხვევაში.
მესამე სიახლეც მწვრთნელებს უკავშირდებათ. მათ მატჩების დროს ტაქტიკური მიზნებისთვის შეეძლებათ კომუნიკაციის მობილური საშუალებების გამოყენება საკუთარი შტაბის ანალიტიკოსებთან დასაკავშირებლად.