თბილისში ძლიერი წვიმის გამო ქუჩები დატბორილია. გზებზე გადაადგილება გართულებულია.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში თბილისიდან სამი შეტყობინება შევიდა. უწყება განსაკუთრებულ რეჟიმში მუშაობს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თბილისში მოსული უხვი ნალექის გამო, გმირთა მოედანი-თამარაშვილის მიმართულებით, მდინარე ვერეს ხეობაში ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. ასევე დროებით აიკრძალა ვაკე-საბურთალოს რაიონში უნივერსიტეტის ქუჩაზე „მაღლივი კორპუსის“ მიმართულებით.