Victoria’s Secret-ის გრანდიოზული შოუ 8 ნოემბერს გაიმართება. ინფორმაციას ამის შესახებ ABC ავრცელებს. 2018 წლის ჩვენება ნიუ-იორკში გაიმართება. პოდიუმზე 63 მოდელი წარსდგება, მათ შორის თორმეტი Victoria’s Secret -ის ოფიციალური ანგელოზი.
ტრადიციულად, მაყურებელი პოდიუმზე იხილავს ყველაზე ცნობილ „ანგელოზებს” ადრიანა ლიმას, ელზა ჰოლსკის , სარა სამპიოს , სტელა მაქსველს, ბეატი პრინსლოს, ქენდის სვანეფულის. საღამოს მუსიკალურად ონ მენდესი, ჰელსი, ჩეინსმოკერსი, სთრათსი, რიტა ორა, ბიბი რექსა, კელსი ბალერინი გააფორმებენ.
შოუს ტელევიზიაში გასვლის თარიღად 2 დეკემბერი შეირჩა, სატელევიზიო ექსკლუზივის მფლობელი კი ABC გახდა.
Victoria’s Secret-ის შოუ მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და რეიტინგული შოუა.