„ვი-თი-ბი“ ლიგის გათამაშების შეხვედრის კომისარი მერაბ რატიშვილი იქნება
„ვი-თი-ბი“ ლიგის გათამაშების შეხვედრის კომისარი მერაბ რატიშვილი იქნება. ხვალ „ცმოკი მინსკი“ (ბელარუსი) საკუთარ მოედანზე „ავტოდორის“ (სარატოვი, რუსეთი) დაუპირისპირდება.
ქართველი მსაჯები მაკა კუპატაძე და დავით ბერიშვილი კი ქალთა ევროპის თასის შეხვედრებს განსჯიან.
მაკა კუპატაძე 28 ნოემბერს ჩეხეთის ქალაქ ბრნოში ადგილობრივი გუნდისა და იტალიური „რეიერ ვენეციას” შეხვედრას იმსაჯებს, ხოლო დავით ბერიშვილი 30 ნოემბერს თურქეთის საკურორტო ქალაქ ანტალიაში, „ჰათაისა“ და პოლონური „ენერგა ტორუნის“ მატჩის არბიტრად დაინიშნა.