ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური ტყვეთა ბანაკში „დულაგი-100“ დაღუპული ქართველების სიას აქვეყნებს
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური ტყვეთა ბანაკში „დულაგი-100“ დაღუპული ქართველების სიას აქვეყნებს.
უწყების ინფორმაციით, სამსახურის დირექტორის, ვლადიმერ იმნაძის სახელზე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტიდან წერილი მივიდა, რომელიც მოიცავდა 1941-1944 წლებში, რუსეთის ტერიტორიაზე არსებულ ტყვეთა ბანაკში „დულაგი-100“ დაღუპული პირების შესახებ ინფორმაციას. 1067 სამხედრო მოსამსახურეთა შორის, 12 საქართველოს მოქალაქეა:
1. ათოშვილი ლეონ – დაბადების თარიღი: 1907. დაბადების ადგილი: საქართველოს სსრ, გორის რაიონი. სამხედრო წოდება: რიგითი. დაიღუპა ტყვეთა ბანაკში 23.03.43. რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს ცენტრალური არქივი, ფონდი 58, აღწერა 977532, საქმე 110.
2. კალენჯან ნეშენ (ნეშან) – დაბადების თარიღი: 1906, დაბადების ადგილი: აფხაზეთის ასსრ, გაგრის რაიონი. სამხედრო წოდება: რიგითი. დაიღუპა ტყვეთა ბანაკში 22.03.1943. რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს ცენტრალური არქივი, ფონდი 58, აღწერა 977532, საქმე 110.
3. ქანთარია გიორგი – დაბადების თარიღი: 1919. დაბადების ადგილი: საქართველოს სსრ, ზუგდიდის რაიონი. სამხედრო წოდება – რიგითი. დაიღუპა ტყვეთა ბანაკში 13.02.1942. დაკრძალულია, ქ.პორხოვი (რუსული სასაფლაო აღმოსავლეთ ყაზარმასთან).
4. კვერეხაძე ივანე – დაბადების თარიღი: 1921. დაბადების ადგილი: საქართველოს სსრ, ვანის რაიონი, სოფელი ზეხმანტა. სამხედრო წოდება – რიგითი. დაიღუპა ტყვეთა ბანაკში 20.02.1942. დაკრძალულია: ქ. პორხოვი (რუსული სასაფლაო აღმოსავლეთ ყაზარმასთან) რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს ცენტრალური არქივი, ფონდი 58. აღწერა: 977521, საქმე 2217.
5. კაჭლამაზაშვილი (სავარაუდოდ, კოჭლამაზაშვილი) ილია – დაბადების თარიღი: 1919 დაბადების ადგილი: საქართველოს სსრ, ქვემო დოგვი. სამხედრო წოდება – რიგითი. დაიღუპა ტყვეთა ბანაკში. დაკრძალვის ადგილი: ქ. პორხოვი, რუსეთი – რუსული სასაფლაო აღმოსავლეთ ყაზარმასთან. რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს ცენტრალური არქივი, ფონდი 58. აღწერა: 977532; საქმე 98.
6. მერნამიძე ჩიტა – დაბადების თარიღი: 1904. დაბადების ადგილი: საქართველოს სსრ, გორის რაიონი. სამხედრო წოდება: რიგითი. დაიღუპა ტყვეთა ბანაკში, 23.03.1943. რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს ცენტრალური არქივი, ფონდი 58. აღწერა: 977532. საქმე 110.
7. მიკოშვილი პეტრე – დაბადების თარიღი: 1924 (ან 1914) დაბადების ადგილი: საქართველოს სსრ, ასპინძის რ-ნი, ხისობაური (სავარაუდოდ, ხიზაბავრა) სამხედრო წოდება – რიგითი. დაიღუპა 23.01.1943. ტყვეთა ბანაკში. დაკრძალულია: ქ. პორხოვი, რუსეთი (რუსული სასაფლაო აღმოსავლეთ ყაზარმასთან) რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს ცენტრალური არქივი, ფონდი 58. აღწერა: 977532. საქმე 110.
8. ტეგატაშვილი (ან თეგეთაშვილი) დავით – დაბადების თარიღი: 1914. დაბადების ადგილი: საქართველოს სსრ, გორის რაიონი. სამხედრო წოდება – რიგითი; დაიღუპა 26.11.1942 ტყვეთა ბანაკში. დაკრძალულია: ქ.პორხოვი, აღმოსავლეთი ყაზარმა (რუსული სასაფლაო) რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს ცენტრალური არქივი, ფონდი 58. აღწერა:977527. საქმე 144.
9. ჩებაჩუნინ მიხეილ – დაბადების თარიღი: 1921. დაბადების ადგილი: საქართველოს სსრ, ორჯონიკიძის რაიონი. სამხედრო წოდება – რიგითი. დაიღუპა ტყვეთა ბანაკში. დაკრძალულია: ქ.პორხოვი, რუსეთი (რუსული სასაფლაო აღმოსავლეთ ყაზარმასთან) რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს ცენტრალური არქივი, ფონდი 58. აღწერა: 977532, საქმე. 98. რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს ცენტრალური არქივი, ფონდი 58, აღწერა 977521, საქმე 2163.
10. ჩიხლაძე – დაბადების თარიღი: 1900. დაბადების ადგილი: საქართველოს სსრ,ქ. თბილისი. სამხედრო წოდება – რიგითი. დაიღუპა 24.01.1943. ტყვეთა ბანაკში. დაკრძალულია: ქ. პორხოვი, რუსეთი (რუსული სასაფლაო, აღმოსავლეთ ყაზარმასთან) რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს ცენტრალური არქივი, ფონდი 58. აღწერა: 977532, საქმე 110.
11. შაპიაშვილი ეფიმ – დაბადების თარიღი: 1919. დაბადების ადგილი: საქართველოს სსრ, ბორჩა. სამხედრო წოდება – რიგითი. დაიღუპა ტყვეთა ბანაკში. დაკრძალულია: ქ.პორხოვი, რუსეთი (რუსული სასაფლაო აღმოსავლეთ ყაზარმასთან) რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს ცენტრალური არქივი, ფონდი 58. აღწერა: 977532, საქმე 98.
12. შაპიაშვილი იუნ – დაბადების თარიღი: 1919, დაბადების ადგილი: საქართველოს სსრ, ქ. ბორჯომი. სამხედრო წოდება – რიგითი. დაიღუპა: ტყვეთა ბანაკში 27.02.1942. დაკრძალულია: ქ. პორხოვი, აღმოსავლეთ ყაზარმა (რუსული სასაფლაო) რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს ცენტრალური არქივი, ფონდი 58. აღწერა: 977526, საქმე:203.
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ სიაში მე-11 და მე-12 ნომრად შეყვანილი შაპიაშვილი ეფიმ და შაპიაშვილი იუნ, შესაძლოა, ერთი და იგივე პირი იყოს.