ვეტერანები რკინიგზის ტრანსპორტით მგზავრობისას 50-პროცენტიანი შეღავათით ისარგებლებენ
ვეტერანები რკინიგზის ტრანსპორტით მგზავრობისას 50-პროცენტიანი შეღავათით ისარგებლებენ, – ამის შესახებ ინფორმაციას ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური ავრცელებს.
კერძოდ, საქართველოს პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის ინიციატივით, საქართველოს მთავრობამ 2019 წლის 22 იანვარს გამოსცა N44 განკარგულება, რომლის თანახმადაც, ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრებისათვის დაწესდა 50-პროცენტიანი შეღავათი საქართველოს რკინიგზის მაგისტრალური მიმოსვლის მატარებლების გარკვეული კატეგორიის ვაგონებით მგზავრობაზე.
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ბენეფიციარები აღნიშნული შეღავათით სარგებლობას შეძლებენ სამგზავრო ბილეთის შეძენისას პირადობის დამადასტურებელი მოწმობის წარდგენის შემთხვევაში.