ლონდონურმა კლუბმა, “ვესტ ჰემმა” მთავარი მწვრთნელის პოსტიდან დაითხოვა სლავენ ბილიჩი. ხორვატი სპეციალისტი გაათავისუფლეს 2017-18 წლების სეზონის სტარტზე არადამაკმაყოფილებელი შედეგების გამო.
ინგლისის პრემიერლიგის მე-11 ტურში ლონდონელებმა დიდი ანგარიშით წააგეს “ლივერპულთან” (1:4). კლუბს მხოლოდ ცხრა ქულა აქვს და გასავარდნ ზონაში იმყოფება.
როგორც Sky Sports წერს, დიდი ალბათობით, “ვესტ ჰემს” სეზონის ბოლომდე შოტლანდიელი დევიდ მოიესი გაწვრთნის.
სლავენ ბილიჩი 2015 წლიდან ავარჯიშებდა “ვესტ ჰემს”. გუნდმა წინა ორ სეზონში მისი ხელმძღვანელობით მე-7 და მე-11 ადგილები დაიკავა.