„ვესტ ჰემი“ მზად არის, 110 მილიონი ევროს სანაცვლოდ გუნდის კაპიტანი დეკლან რაისი გაასხვისოს, თუმცა თანხა საბოლოოდ განსაზღვრული არ არის და მოლაპარაკების შედეგად შეიძლება, შეიცვალოს, – იუწყება ცნობილი იტალიელი ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო.
„ფასის ცვლილება არაერთ ფაქტორზეა დამოკიდებული და ახლა შეუძლებელია განსაზღვრო, რა რაოდენობის თანხა შეიძლება გადაიხადონ დეკლაინ რაისში. „არსენალი“ და „ჩელსი“ ყოველთვის იყვნენ დაინტერესებულები ამ ფეხბურთელით და შესაძლოა, სატრანსფერო რბოლას მანჩესტერული კლუბებიც შეუერთდნენ“, – მიიჩნევს ფაბრიციო რომანო.
დეკლან რაისი „ვესტ ჰემის“ ღირსებას 2013 წლიდან იცავს. მიმდინარე სეზონში 24 წლის ნახევარმცველმა 27 მატჩი ჩაატარა და სამი შედეგიანი გადაცემა შეასრულა. რაისის კონტრაქტი „ვესტ ჰემთან“ 2024 წელს იწურება.