ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, ხულიენ ლოპეტეგი ინგლისში ბრუნდება და „ვესტ ჰემს“ ჩაუდგება სათავეში #1TVSPORT
ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, ხულიენ ლოპეტეგი ინგლისში ბრუნდება და „ვესტ ჰემს“ ჩაუდგება სათავეში #1TVSPORT

იტალიელი ჟურნალისტის, ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, მომდევნო სეზონიდან ინგლისურ „ვესტ ჰემს“ ესპანელი სპეციალისტი ხულიენ ლოპეტეგი უხელმძღვანელებს.

„ვესტ ჰემმა“ გუნდის ამჟამინდელი მწვრთნელის, დევიდ მოიესის გაშვების გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ მიიღო, კლუბის ხელმძღვანელები შოტლადინელის მიერ ნაჩვენები შედეგებით უკმაყოფილოები იყვნენ.

როგორც რომანო წერს, ამჟამად მხარეები კონტრქტის ბოლო დეტალებზე მუშაობენ და ოფიციალურ განცხადებას უახლოეს მომავალში გააკეთებენ.

57 წლის ლოპეტეგი ბოლოს პრემიერლიგაში მოთამაშე „ვულვზს“ წვრთნიდა. მანამდე ის „სევილიაში“, მადრიდის „რეალში“, ესპანეთის ნაკრებსა და „პორტუში“ მუშაობდა.