ფაბრიციო რომანო – მატეო პოლიტანო „ნაპოლისთან“ ახალ კონტრაქტს გააფორმებს #1TVSPORT
„ნაპოლი“ ამ კვირის განმავლობაში მატეო პოლიტანოსთან ახალი ხელშეკრულების გაფორმების შესახებ ოფიციალურ განცხადებას გააკეთებს, – იუწყება ფაბრიციო რომანო.
ცნობილი იტალიელი სპორტული მიმომხილველის ინფორმაციით, მხარეებს შორის მოლაპარაკება წარმატებით დასრულდა და ახალი კონტრაქტი 2026/2027 წლების სეზონის ბოლომდე იქნება ძალაში. გაიზრდება პოლიტანოს ანაზღაურებაც და ის სეზონში სამ მილიონ ევროს მიიღებს.
მატეო პოლიტანო „ნაპოლიში“ 2020 წლიდან თამაშობს. მიმდინარე სეზონში მან ნეაპოლელთა შემადგენლობაში 28 მატჩი ჩაატარა, გაიტანა შვიდი გოლი და ოთხი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.
🔵🔒 Matteo Politano will sign new deal at Napoli, never in doubt — all done & agreed since last week.
Timing also confirmed, documents are ready and set to be signed this week.
New three year deal. The salary will be around €2.8/3m per year.
Politano will not join Al Shabab. pic.twitter.com/qTfNUHGGAi
— Fabrizio Romano (@FabrizioRomano) January 23, 2024