„მანჩესტერ სიტი“ ლუკას პაკეტას პირადი კონტრაქტის დეტალებზე შეუთანხმდა #1TVSPORT
„მანჩესტერ სიტი“ ლუკას პაკეტას პირადი კონტრაქტის დეტალებზე შეუთანხმდა #1TVSPORT

ბრიტანული სპორტული მედიის ინფორმაციით, „მანჩესტერ სიტი“ „ვესტ ჰემის“ შემტევ ნახევარმცველს, ლუკას პაკეტას პირადი კონტრაქტის დეტალებზე შეუთანხმდა.

ზაფხულში ინგლისის მოქმედი ჩემპიონი მოლაპარაკებას უშუალოდ ლონდონურ კლუბთან გამართავს ბრაზილიელი ფეხბურთელის სატრანსფერო ფასთან დაკავშირებით.

გასულ წელს „მანჩესტერ სიტი“ ახლოს იყო, 26 წლის პაკეტა 85 მილიონ ფუნტად შეეძინა, თუმცა მოთამაშე უკანონო ფსონების განთავსებასთან დაკავშირებულ სკანდალში გაეხვა და მანჩესტერულმა კლუბმა ტრანსფერზე უარი თქვა.

მიმდინარე სეზონში ლუკას პაკეტას ანგარიშზე რვა გოლი და შვიდი საგოლე გადაცემაა. მისი მოქმედი კონტრაქტი „ვესტ ჰემთან“ 2027 წლის ზაფხულში სრულდება.