კიმიხს, გორეტცკასა და დე ლიგტს „ბაიერნიდან“ წასვლა უნდათ, რადგან ტუხელის ნდობას ვერ გრძნობენ #1TVSPORT
კიმიხს, გორეტცკასა და დე ლიგტს „ბაიერნიდან“ წასვლა უნდათ, რადგან ტუხელის ნდობას ვერ გრძნობენ #1TVSPORT

იოზუა კიმიხი, ლეონ გორეტცკა და მატეის დე ლიგტი ზაფხულში „ბაიერნიდან“ წასვლაზე ფიქრობენ.

როგორც გაზეთი Bild-ი წერს, ეს ტრიო კლუბის შეცვლაზე ფიქრობს, რადგან ვერ გრძნობს ნდობას მთავარ მწვრთნელ თომას ტუხელისგან.

აღნიშნავენ, რომ გორეტცკას საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია, მაგრამ „ბაიერნში“ მის გაყიდვას განიხილავდნენ. თუ ის კიმიხთან და ლე ლიგტთან ერთად გადაწყვეტს კლუბის დატოვებას, „ბაიერნის“ ხელმძღვანელობა დიდ თანხებს დახარჯავს მათი შემცვლელების შესაძენად.

„ბაიერნში“ მისვლის მომენტიდან ტუხელი მიანიშნებდა იმაზე, რომ გუნდს არ ჰყოფნის ლიდერები და მიუთითებდა ამჟამინდელი შემადგენლობის საბრძოლო ხასიათის პრობლემებზე. ახლა „ბაიერნის“ შეფობა აღიარებს. რომ მწვრთნელი, სავარაუდოდ, მართალი იყო და მიიჩნევს, რომ ზაფხულში „ვესტ ჰემიდან“ უნდა ეყიდათ დეკლან რაისი, რომელიც, საბოლოდ, „არსენალში“ გადავიდა.