ლუკას პაკეტას ბრალად ედება ფსონებისგან ფინანსური მოგებისთვის განზრახ ყვითელი ბარათის მიღება #1TVSPORT
ლუკას პაკეტას ბრალად ედება ფსონებისგან ფინანსური მოგებისთვის განზრახ ყვითელი ბარათის მიღება #1TVSPORT

ინგლისის საფეხბურთო ასოციაციამ (FA) ბრალი წაუყენა „ვესტ ჰემის“ ნახევარმცველს, ლუკას პაკეტას ფსონებთან დაკავშირებული წესების ოთხ დარღვევაში.

ასოციაციაში მიაჩნიათ, რომ ბრაზილიელი ფეხბურთელი განზრახ ცდილობდა ყვითელი ბარათის მიღებას იმ მიზნით, რომ ერთ ან რამდენიმე ადამიანს ფინანსური მოგება მიეღოთ ფსონებისგან, – იტყობინება Sky Sports-ი.

გამოძიება ინიცირებული იყო იმ ყვითელ ბარათზე საეჭვო ფსონების გამო, რომელიც პაკეტამ გასული წლის აგვისტოში „ბორნმუთთან“ მატჩის კომპენსირებულ დროში მიიღო.

26 წლის ფეხბურთელს ბრალი წაუყენეს პრემიერლიგის ოთხ მატჩში ფსონების წესების დარვევაზე: „ლესტერთან“ (12 ნოემბერი, 2022), „ასტონ ვილასთან“ (12 მარტი, 2023), „ლიდსთან“ (21 მაისი, 2023) და „ბორნმუთთან“ (12 აგვისტო, 2023).

„ვესტ ჰემის“ ფეხბურთელს 3 ივნისამდე აქვს დრო, უპასუხოს ბრალდებას. პაკეტამ სოციალურ ქსელში გაავრცელა განცხადება, რომელშიც უარყო ყველა ბრალდება.