ლუკას პაკეტა „სიტის“ ერთ-ერთი მთავარი სატრანსფერო სამიზნეა #1TVSPORT
ლუკას პაკეტა „სიტის“ ერთ-ერთი მთავარი სატრანსფერო სამიზნეა #1TVSPORT

„მანჩესტერ სიტის“ სატრანსფერო პრიორიტეტი ბრაზილიის ნაკრებისა და „ვესტ ჰემის“ ნახევარმცველი ლუკას პაკეტაა. ევროპულ პრესაში გავრცელებული ინფორმაციით, „სიტის“ მენეჯერები მის შეძენას ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს შეეცდებიან.

ლუკას პაკეტა „ვესტ ჰემში“ 2022 წლის ზაფხულიდან თამაშობს. ბრაზილიელმა ამ პერიოდის განმავლობაში 27 მატჩი ჩაატარა, გაიტანა ხუთი გოლი და შვიდი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.

Transfermarkt-ი 26 წლის ნახევარმცველს 65 მილიონ ევროდ აფასებს.