ვეს მიტჩელი - საქართველო და უკრაინა დასავლური სამყაროს ნაწილი არიან
საქართველო და უკრაინა დასავლური სამყაროს ნაწილი არიან – ამის შესახებ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ, ვეს მიტჩელმა განაცხადა.
ვაშინგტონში, Heritage Foundation-ში ვეს მიტჩელი საპროგრამო სიტყვით – „ტრანსატლანტიკური კავშირები: დასავლეთის შენარჩუნება“ გამოვიდა, რომელიც აშშ-ევროპის ურთიერთობასთან დაკავშირებით ტრამპის ადმინისტრაციის ხედვას ეძღვნებოდა.
„ჩვენ უნდა განვიხილოთ დასავლეთი, როგორც დემოკრატიული ქვეყნების თანამეგობრობა, რომელთაც ისტორია, კულტურა და საერთო მსხვერპლი აერთიანებთ. ზოგი წევრი ძველი დემოკრატიაა, ზოგი არა, არიან ძლიერი და სუსტი ქვეყნები, ზოგი ევროკავშირის და ნატო-ს წევრია, ზოგი არა. უკრაინა და საქართველო დასაველთის ნაწილი არიან, როგორც ისტორიით, ასევე მათი მოსახლეობის არჩევანით“, – აღნიშნა მიტჩელმა.