ვეს მიტჩელი - რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიები საქართველოა
ზაფხულში აღინიშნება კიდევ ერთი თარიღი – 10 წლის წინ რუსეთი შემოიჭრა საქართველოში; ამერიკის შეერთებული შტატები ცალსახად გმობს რუსეთის მიერ ქართული მიწების ოკუპაციას, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ვეს მიტჩელმა ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მიტჩელმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი აშშ-ის მტკიცე მხარდაჭერა დაადასტურა.
„ამერიკის შეერთებული შტატები ცალსახად გმობს რუსეთის მიერ ქართული მიწების ოკუპაციას. რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიები საქართველოა! ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერს საქართველოს დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“, – განაცხადა ვეს მიტჩელმა.