ვეს მიტჩელი - პრეზიდენტი ტრამპი ბუქარესტის დეკლარაციას მხარს უჭერს და ყველა მხარეს მოუწოდებს, იგივე მხარდაჭერა გამოაცხადოს
მიმდინარე წლის ზაფხულში 10 წლის იუბილე იქნება ბუქარესტის დეკლარაციის, რომლის მიხედვითაც საქართველო ნატო-ს წევრი უნდა გახდეს, – ამის შესახებ ამერიკის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ, ვეს მიტჩელმა ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
როგორც ვეს მიტჩელმა აღნიშნა, პრეზიდენტი ტრამპი ბუქარესტის დეკლარაციას ასევე მხარს უჭერს და ყველა მხარეს მოუწოდებს, იგივე მხარდაჭერა გამოაცხადოს.
„ამ ზაფხულს კიდევ ერთი ათწლეული სრულდება. 10 წლის წინ რუსეთმა საქართველოს ტერიტორია დაიპყრო და რუსეთის მიერ საქართველოს მიწის დაპყრობას ალიანსი გმობს. რუსეთს აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი დაპყრობილი აქვს. ალიანსი და დანარჩენი სამყარო საქართველოს ოფიციალური საზღვრებით აღიარებს. ჩვენ მოსკოვს მოვუწოდებთ, თავისი ძალები კონფლიქტამდე პერიოდში დააბრუნოს, ამ ორი რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარება შეწყვიტოს და თავისუფალი მხარდაჭერა შესთავაზოს. ამ მიმართულებით, ორივე კონფლიქტურ ზონასთან მიმართებაში ჩვენ საქართველოს ბრძოლას და მუშაობას ვაღიარებთ. სწორედ ასეთი სამშვიდობო ინიციატივებითაა შესაძლებელი ამ ტერიტორიების უკან დაბრუნება და ხალხთაშორის ურთიერთობების გაძლიერება”, – განაცხადა მიტჩელმა.