ვერნერ ჰოიერი - ირაკლი ღარიბაშვილთან განვიხილე თანამშრომლობა დაკავშირებადობის, ციფრული ეკონომიკის, განახლებადი ენერგომატარებლებისა და კერძო სექტორის განვითარების მიმართულებით
პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან გამართულ შეხვედრას ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) პრეზიდენტი ვერნერ ჰოიერი სოციალურ ქსელში ეხმაურება.
„ევროპის საინვესტიციო ბანკი მოუთმენლად ელოდება საქართველოსთან ეფექტიან თანამშრომლობას. პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან განვიხილე თანამშრომლობა დაკავშირებადობის, ციფრული ეკონომიკის, განახლებადი ენერგომატარებლებისა და კერძო სექტორის განვითარების მიმართულებით“, – წერს ვერნერ ჰოიერი „ტვიტერში“.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ევროპის საინვესტიციო ბანკის პრეზიდენტს, ვერნერ ჰოიერს მიუნხენში, უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში შეხვდა.