იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ჯანპიერო ვენტურა ხარბი ადამიანი აღმოჩნდა.
სპეციალისტმაჟურნალისტებთან დაადასტურა, რომ მზად არის პოსტიდან წასასვლელად, მაგრამ, ამასთან, იმედი აქვს, რომ დიდ კომპენსაციას მიიღებს.
როგორც Football Italia-მ გაარკვია, ვენტურას იტალიის ფეხბურთის ფედერაციისგან 2.6 მილიონი ევროს მიღება სურდა, მაგრამ, ახლა, 700 ათას ევროზეც თანახმაა.
შეგახსენებთ, რომ იტალიის ნაკრებმა ვენტურას ხელმძღვანელობით ვერ გადალახა მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის პლეი ოფი და პირველად 1958 წლის შემდეგ, ფინალური ტურნირის მიღმა დარჩა.