ვენესუელის პარლამენტმა პრეზიდენტის მეორე ვადით არჩევას არალეგიტიმური უწოდა
ვენესუელის პარლამენტმა პრეზიდენტის მეორე ვადით არჩევას არალეგიტიმური უწოდა

ვენესუელის პარლამენტმა პრეზიდენტის მეორე ვადით არჩევას არალეგიტიმური უწოდა. ეროვნულ ასამბლეაში ე.წ. გარდმავალი მთავრობის ჩამოყალიბების მოთხოვნით გამოვიდნენ.

როგორც პარლამენტის სპიკერმა, ხუან გუანდომ განაცხადა, ის აპირებს, იბრძოლოს ვენესუელაში კონსტიტუციური წესრიგის აღდგენისთვის.

ასევე იგეგმება ფონდის შექმნა, რომელიც კორუფციონერი მაღალჩინოსნების მიერ მიტაცებული აქტივების დაბრუნებას ისახავს მიზნად.

მანამდე ვენესუელის პრეზიდენტის მეორე ვადით არჩევას არალეგიტიმური უწოდეს ასევე ე.წ. ლიმის ჯგუფის წევრი სახელმწიფოების ლიდერებმა. მათი სურვილია, რომ ნიკოლას მადურომ ხელისუფლება პარლამენტს გადააბაროს, რათა შემდეგ გაიმართოს ვადამდელი არჩევნები.

ვენესუელის პრეზიდენტად ნიკოლას მადურო 2018 წლის მაისში ჩატარებული არჩევნების დროს აირჩიეს, თუმცა ლათინური ამერიკის ქვეყნები, აშშ და ევროკავშირი ამ არჩევნებს არ აღიარებენ. ნიკოლას მადურომ ვენესუელის პრეზიდენტის პოსტი მეორე ვადით 10 იანვარს უნდა დაიკავოს.