ვენესუელის ოპოზიციური კოალიცია არჩევნებისთვის ბოიკოტის გამოცხადებას გეგმავს
ვენესუელის ოპოზიციური კოალიციის ლიდერები აპრილში დაგეგმილი საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ბოიკოტის გამოცხადებას გეგმავენ. მათი განცხადებით, ამის მიზეზი თაღლითური გარიგებაა, რომლითაც პრეზიდენტ ნიკოლას მადუროსა და მის სოციალისტურ პარტიას გამარჯვება გარანტირებული აქვთ.
55 წლის მადურო არჩევნებში ხელმეორედ მონაწილეობას მისი არაპოპულარობისა და ეკონომიკური კრიზისის მიუხედავად იღებს, რომელშიც მოსახლეობა სწორედ პრეზიდენტს ადანაშაულებს. ამავდროულად, მთავრობის კრიტიკოსები აქტიურად აცხადებენ, რომ აპრილის არჩევნები ფარსია, მთავარი ოპონენტები დაბლოკილი და საარჩევნო ორგანო სავარაუდოდ სოციალისტებს ემხრობა.
ოპოზიციური კოალიციის ლიდერები რამდენიმე დღის განმავლობაში განიხილავდნენ არჩევნებში მონაწილეობის საკითხს. ზოგიერთი მათგანის მოსაზრებით, ბოიკოტი თვითგანადგურებას და მადუროსთვის გზის დათმობას ნიშნავს. დანარჩენები კი აცხადებენ, რომ მონაწილეობა დამარცხებისთვისაა განწირული და მხოლოდ მადუროს დიქტატურას შესძენს ლეგიტიმაციას.