ვენესუელის ოპოზიცია პრეზიდენტ ნიკოლას მადუროს წარმომადგენელს, მოლაპარაკებების მიზნით, ბარბადოსზე შეხვდება
ვენესუელის ოპოზიცია პრეზიდენტ, ნიკოლას მადუროს წარმომადგენელს მოლაპარაკებების მიზნით ბარბადოსზე შეხვდება.
„როიტერის“ ინფორმაციით, მოლაპარაკებების მიზანი მიმდინარე პოლიტიკური კრიზისის დასრულებაა, შუამავლის ფუნქციას კი, ნორვეგია ასრულებს. ნორვეგიის მთავრობის განცხადებით, მოლაპარაკებები მიმდინარე კვირაში გაიმართება.
ოპოზიციის ლიდერის და პარლამენტის სპიკერის, ხუან გუაიდოს განცხადებით, მოლაპარაკებების შედეგი პრობლემის გადაწყვეტა უნდა იყოს და სოციალისტურმა პარტიამ დისკუსიებით დრო არ უნდა „იყიდოს“.
იანვარში ჩატარებული არჩევნების შემდეგ, გუაიდომ მადუროს რეჟიმი ხმების მოპარვაში დაადანაშაულა და თავი ქვეყნის დროებით პრეზიდენტად გამოაცხადა. გუაიდო ქვეყნის ინსტიტუტებს ვერ აკონტროლებს, რადგან ვენესუელის არმია ნიკოლას მადუროს უჭერს მხარს.