ვენესუელის გენერალური პროკურორი აცხადებს, რომ საარჩევნო პროტესტის გამო დაკავებული კიდევ 413 ადამიანი გათავისუფლდება
ვენესუელის გენერალური პროკურორი აცხადებს, რომ საარჩევნო პროტესტის გამო დაკავებული კიდევ 413 ადამიანი გათავისუფლდება

ვენესუელის გენერალურმა პროკურორმა, ტარეკ სააბმა განაცხადა, რომ საარჩევნო პროტესტის გამო დაკავებული კიდევ 413 ადამიანი უნდა გათავისუფლდეს, რის შემდეგაც გათავისუფლებულ პატიმართა საერთო რაოდენობა 1369-ს მიაღწევს. ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

შეგახსენებთ, ვენესუელის ეროვნულმა საარჩევნო საბჭომ ნიკოლას მადურო ივლისში ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულად გამოაცხადა, თუმცა საარჩევნო ორგანოს ხმის მიცემის დეტალური შედეგები არ გამოუქვეყნებია. ოპოზიციის მიერ გამოქვეყნებული შედეგების თანახმად კი, არჩევნებში ოპოზიციის კანდიდატმა, ედმუნდო გონსალესმა გაიმარჯვა. მადუროს გამარჯვებულად გამოცხადებას ქვეყანაში საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა. არჩევნების შემდეგ ხელისუფლებამ 2 400-ზე მეტი ადამიანი დააკავა.