ვენესუელის დროებითი პრეზიდენი ხუან გუაიდო ნიკოლას მადუროს ამნისტიას არ გამორიცხავს
ვენესუელის დროებითი პრეზიდენტი, ოპოზიციონერი ლიდერი ხუან გუაიდო ნიკოლას მადუროს ამნისტიას არ გამორიცხავს. ოპოზიციონერის განცხადებით, ამნისტია შეეხებათ სამხედროებს, თუკი ისინი ქვეყანაში დემოკრატიის აღდგენას ხელს შეუწყობენ. ხუან გუაიდოს თქმით, გარდამავალ პერიოდში ასეთი რამ ხდება ხოლმე. ამნისტიის შესახებ კანონპროექტი განიხილება.
ხუან გუაიდომ ნიკოლას მადურო არალეგიტიმურ პრეზიდენტად 23 იანვარს გამოაცხადა. მას მხარი დასავლეთის ქვეყნებმა დაუჭირეს.