ვენესუელაში „სიენენი“ დაბლოკეს
ვენესუელაში „სიენენი“ დაბლოკეს

ვენესუელაში „სიენენი“ დაბლოკეს. როგორც ამერიკული მედიაკომპანია იუწყება, ნიკოლას მადუროს რეჟიმის წარმომადგენლებმა რამდენიმე საკაბელო ქსელს არხის დაბლოკვის განკარგულება გასცეს.

აღსანიშნავია, რომ ესპანურენოვანი „სიენენი“ ლათინური ამერიკის ქვეყანაში 2017 წლის შემდეგ არის დაბლოკილი.

ვენესუელaს დედაქალაქში ამჟამად მასშტაბური დემონსტრაციები მიმდინარეობს. ხუან გუაიდოს მხარდამჭერებსა და ნიკოლას მადუროს ერთგულ სამხედრო მოსამსახურეებს შორის შეტაკებები ამ დრომდე გრძელდება. ისმის სროლის ხმებიც.