ვენესუელაში საპროტესტო აქციის მონაწილეების წინააღმდეგ პოლიციამ ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა
ვენესუელაში საპროტესტო აქციის მონაწილეების წინააღმდეგ პოლიციამ ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა

ვენესუელაში უსაფრთხოების ძალებმა აქციის მონაწილეების წინააღმდეგ, რომლებიც საპრეზიდენტო არჩევნების  შედეგებს აპროტესტებდნენ, ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენეს.

უცხოური მედიის ინფორმაციით, ათასობით ადამიანი ვენესუელის დედაქალაქ კარაკასის ცენტრში არჩევნების შედეგის გასაპროტესტებლად გავიდა, რომლის მიხედვით, ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტი ნიკოლას მადურო გამარჯვებულად გამოცხადდა.

აქციის მონაწილეებმა ადგილობრივი ინფრასტრუქტურა დააზიანეს, დაწვეს საბურავები და ნიკოლას მადუროს პლაკატები.

ძალოვნები ცდილობდნენ, შეკრებილები პრეზიდენტის სასახლესთან არ მიეშვათ, გამოიყენეს სპეციალური საშუალებები, მათ შორის ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები.

ქვეყნის ოპოზიცია ნიკოლას მადუროს გამარჯვებას ეჭვქვეშ აყენებს და აცხადებს, რომ მათმა კანდიდატმა, ედმუნდო გონსალესმა ხმების 73,2%-ით მიიღო.

ეროვნული საარჩევნო საბჭოს ხელმძღვანელმა, ელვის ამოროსომ, რომელიც მადუროს ახლო მოკავშირეა, თქვა, რომ ბიულეტენების 80%-ის დათვლის შემდეგ პრეზიდენტმა მადურომ ხმების 51% მიიღო, მისმა მთავარმა კონკურენტმა კი – 44%.

დასავლეთისა და ლათინური ამერიკის არაერთი ქვეყანა, ისევე როგორც საერთაშორისო ორგანოებმა, როგორიცაა გაერო, ვენესუელის ხელისუფლებას მოუწოდეს, გამოაქვეყნონ ხმის მიცემის ჩანაწერები ცალკეულ საარჩევნო უბნებზე.