ვენესუელას პარლამენტის ვიცე-სპიკერი ედგარ სამბრანო დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაცია ვენესუელას პარლამენტის თავმჯდომარემ და პრეზიდენტის მოვალეობის დროებით შემსრულებელმა, ხუან გუაიდომ გაავრცელეს.
ედგარ სამბრანოს სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის ორგანიზატორობაში სდებენ ბრალს.
ასევე ცნობილი გახდა, რომ ნიკოლას მადუროს მიერ კონტროლირებადმა საკონსტიტუციო ასამბლეამ სამბრანოს და კიდევ ექვს ოპოზიციონერ დეპუტატს საპარლამენტო იმუნიტეტი მოუხსნა, რათა მათ წინააღმდეგ სისხლის სამართლის გამოძიება დაიწყოს.
ვენესუელაში იანვრიდან მოყოლებული პოლიტიკური კრიზისია. ოპოზიცია, რომელსაც ხუან გუაიდო უდგას სათავეში ნიკოლას მადუროს პრეზიდენტის თანამდებობიდან გადადგომას ითხოვს, რაზეც მადურო უარს აცხადებს.