ვენესუელას ქალაქ ლას ტეხერიასში მეწყერს 36 ადამიანი ემსხვერპლა. 56 კი დაკარგულად ითვლება. დაღუპულთა შორის ორი მცირეწლოვანი ბავშვია. ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.
სტიქიის გამო, პრეზიდენტმა ნიკოლას მადურომ ქვეყანაში სამდღიანი გლოვა გამოაცხადა.
სამძებრო-სამაშველო ოპერაციაში ათასამდე მაშველია ჩართული.
ძლიერი წვიმის გამო მდინარე ელ პატო დედაქალაქ კარაკასიდან, სამხრეთ-დასავლეთით 50 კილომეტრში ნაპირებიდან გადმოვიდა, რის შედეგადაც, ნიაღვარმა წაიღო ხეები, მანქანები და საცხოვრებელი სახლები. დასახლება ლას ტეხერიასში შეწყვეტილია ელექტროენერგიის მიწოდება.