ვენესუელას საგარეო საქმეთა მინისტრი - ვენესუელა და რუსეთი სამხედრო თანამშრომლობას აღრმავებენ
ვენესუელა და რუსეთი სამხედრო თანამშრომლობას აღრმავებენ, – ამის შესახებ ვენესუელას საგარეო საქმეთა მინისტრმა, ხორხე არეაზამ განაცხადა.
მინისტრის განმარტებით, სამხედრო მოსამსახურეები, რომლებიც ვენესუელაში ერთი თვის წინ ჩავიდნენ, ვენესუელელ კოლეგებს წვრთნებს უტარებენ.
რუსეთის სამხედრო ძალების ორი თვითმფრინავი ვენესუელაში 23 მარტს ჩაფრინდა. ადგილობრივი მედიის ცნობით, საფრენ აპარატებში 100 რუსი სამხედრო მოსამსახურე იმყოფებოდა.
ვენესუელაში უკვე რამდენიმე თვეა, მძიმე პოლიტიკურ და სოციალურ კრიზისს ებრძვიან. ნიკოლას მადუროს მიერ პრეზიდენტის პორტის დაკავების შემდეგ ქვეყანაში მასშტაბური დემონსტრაციები დაიწყო. მალევე მისმა ოპონენტმა, ხუან გუაიდომ თავი დროებით პრეზიდენტად გამოაცხადა, რომელსაც საერთაშორისო საზოგადოების დიდი ნაწილი, მათ შორის საქართველოც აღიარებს. ნიკოლას მადუროს კი, მხარს რუსეთი უჭერს.