ვენესუელას ოპოზიცია ქვეყნის არმიას ნიკოლას მადუროსგან განდგომისკენ მოუწოდებს
ვენესუელას ოპოზიცია ქვეყნის არმიას ნიკოლას მადუროსგან განდგომისკენ მოუწოდებს

ვენესუელას ოპოზიცია ქვეყნის არმიას ნიკოლას მადუროსგან განდგომისკენ მოუწოდებს. ლათინური ამერიკის ქვეყანაში ჩატარებული ინაუგურაციიდან ერთი დღის შემდეგ, ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარემ და მთავარმა ოპოზიციონერმა, ხუან გუიდომ კარაკასში დემონსტრაცია გამართა.

სიტყვით გამოსვლის დროს ხუან გუიდომ განაცხადა, რომ ვენესუელას არმია და მთელი ქვეყანა ერთი პრობლემის წინაშე დგას. ოპოზიციონერის თქმით, ქვეყანაში არსებობს პიროვნება, რომელიც არმიის უფლებებს არღვევს და ეს სამხედრო წარმომადგენლებმა ძალიან კარგად იციან. ხუან გუიდოს განმარტებით, ჯარისკაცების დიდ ოჯახს ცვლილებები სურს, ისევე როგორც მთელ ქვეყანას.

ვენესუელაში ნიკოლას მადუროს პრეზიდენტობის მეორე ვადის ინაუგურაცია 10 იანვარს გაიმართა. საერთაშორისო საზოგადოების დიდი ნაწილი მის პრეზიდენტობას არალეგიტიმურად მიიჩნევს.

ნიკოლას მადუროს მიერ კონსტიტუციაში შეტანილი ცვლილების თანახმად კი ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოს, ეროვნულ ასამბლეას ნომინალური პასუხისმგებლობები აქვს. მას არ შეუძლია პრეზიდენტისთვის იმპიჩმენტის გამოცხადება.