ვენესუელამ და ბოლივიამ მსოფლიოს ეკონომიკურ ჯგუფ „ბრიქსში“ გაწევრიანება მოითხოვეს
ვენესუელამ და ბოლივიამ მსოფლიოს ეკონომიკურ ჯგუფ „ბრიქსში“ გაწევრიანება მოითხოვეს.
ვენესუელის პრეზიდენტის, ნიკოლას მადუროს განცხადებით, ვენესუელა იმედოვნებს, რომ მოთხოვნა ჯგუფის წევრების მხრიდან დადებითად შეფასდება.
ნიკოლას მადურომ განაცხადა, რომ „ბრიქსი“ არის მამოძრავებელი ძალა მულტიპოლარული მსოფლიოს ჩამოსაყალიბებლად და ამჟამად მისი გაფართოება განიხილება ბალანსის შესამსუბუქებლად ახალი მსოფლიოსთვის, რომელიც ახლა იბადება.
პარალელურად, ბოლივიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, როხელიო მაიტამ განაცხადა, რომ ქვეყნის პრეზიდენტმა, ლუის არსემ 2023 წლის 12 ივნისს ოფიციალურად გამოაცხადა ბოლივიის მზადყოფნა, ჯგუფს შეუერთდეს. როხელიო მაიტამ ასევე აღნიშნა, რომ ბოლივიის პრეზიდენტი მიიღებს მონაწილეობას „ბრიქსის“ სამიტში, რომელიც იოჰანესბურგში 22-24 აგვისტოს გაიმართება.
„ბრიქსის“ წევრები არიან ბრაზილია, რუსეთი, ინდოეთი, ჩინეთი და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა.