ვენეციის კომისიის პრეზიდენტი და კომისიის მდივანი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე საქართველოს დელეგაციის წევრებს შეხვდნენ
ვენეციის კომისიის პრეზიდენტი და კომისიის მდივანი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე საქართველოს დელეგაციის წევრებს შეხვდნენ

ვენეციის კომისიის პრეზიდენტი ჯანი ბუკიკიო და კომისიის მდივანი სიმონა გრანატა-მენიჯინი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე საქართველოს დელეგაციის წევრებს შეხვდნენ,  – ამის შესახებ ვენეციის კომისიის „ტვიტერის“ გვერდზეა აღნიშნული.

„ვენეციის კომისიის პრეზიდენტი ჯანი ბუკიკიო და კომისიის მდივანი სიმონა გრანატა-მენიჯინი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე საქართველოს დელეგაციის წევრებს შეხვდნენ, რომელსაც ხელმძღვანელობს ირაკლი კობახიძე, საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობაში მყოფი პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდოამარე“, – აღნიშნულია ვენეციის კომისიის „ტვიტერის“ გვერდზე.