ვენეციის კომისია მზად არის, თხოვნის შემთხვევაში, მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნისთვის საჭირო კრიტერიუმების შემუშავებაში ჩაერთოს
ვენეციის კომისია მზადა არის, ჩაერთოს მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნისთვის საჭირო კრიტერიუმების შემუშავების პროცესში, თუ შესაბამისი მოთხოვნით საქართველოს ხელისუფლება მიმართავს. ამის შესახებ პირველ არხთან სატელეფონო საუბარში ვენეციის კომისიის მდივანმა თომას მარკერტმა განაცხადა.
მისი თქმით, ზოგადად ვენეციის კომისია მხარს უჭერს მოსამართლეთა უვადოდ დანიშნავს, რადგან ეს უზრუნველყოფს მათ დამოუკიდებლობის დაცვას.
„ვენეციის კომისიას მოსამართლეთა შესახებ მოსაზრების გამოთქმის მოთხოვნით საქართველოს მთავრობასა და პარლამენტს ჯერ არ მოუმართავს. თუ ასეთ თხოვნას მივიღებთ, მზად ვართ, სამუშაო პროცესში ჩავერთოთ, თუმცა ვენეციის კომისიას არ აქვს უფლება იმსჯელოს მოსამართლეობის ინდივიდუალურ კანდიდატებზე. ზოგადად ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია და მათ შორის ვენეციის კომისია მხარს უჭერს მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნას, რადგან ეს იცავს მოსამართლეთა დამოუკიდებლობას“, – განაცხადა თომას მარკერტმა.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძე, დღეს განაცხადა, რომ მმართველი გუნდი მიმართავს ვენეციის კომისიას, მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის ინიციატივის შემუშავებაში საწყის ეტაპზევე ჩაერთოს.