ვენეციის კომისია ავრცელებს ინფორმაციას, რომ შალვა პაპუაშვილმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობისა“ და „უცხოური აგენტების რეგისტრაციის“ შესახებ კანონპროექტების განხილვის თხოვნით მიმართა
ვენეციის კომისია ავრცელებს ინფორმაციას, რომ შალვა პაპუაშვილმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობისა“ და „უცხოური აგენტების რეგისტრაციის“ შესახებ კანონპროექტების განხილვის თხოვნით მიმართა

ვენეციის კომისია ავრცელებს ინფორმაციას, რომ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობისა“ და „უცხოური აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ კანონპროექტების განხილვის თხოვნით მიმართა.

„2023 წლის 8 მარტს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ვენეციის კომისიას თხოვნით მიმართა, განიხილოს “უცხოური გავლენის გამჭვირვალობისა” და უცხოური აგენტების რეგისტრაციის” შესახებ კანონპროექტი“, – ნათქვამია ვენეციის კომისიის ინფორმაციაში.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიის პრეზიდენტს, კლერ ბაზი მალორის „უცხოური გავლენის გამჭვირვალობისა“ და „უცხოური აგენტების რეგისტრაციის“ შესახებ კანონპროექტებზე დასკვნის მომზადების თხოვნით მიმართა.