ვენეციას კიდევ ერთი წყალდიდობა დაატყდა თავს. ქალაქში ტალღების სიმაღლემ 1.40-მეტრიან ნიშნულს გადააჭარბა. კიდევ ერთხელ მოექცა წყლის ქვეშ ვენეციის ცნობილი წმინდა მარკოზის ტაძრის მოედანი.
ვენეციაში მასშტაბური წყალდიდობა მიმდინარე წლის ნოემბერში მოხდა, როდესაც წყლის დონე 1.80-მეტრიან ნიშნულს გადაცდა. მსგავსი წყალდიდობა იტალიის ქალაქში ბოლო 50 წლის განმავლობაში არ მომხდარა.
სტიქიისგან მიყენებულმა ზარალმა ქალაქში მილიარდ ევროს გადააჭარბა. სასტუმროების ჯავშნები კი 45 პროცენტით შემცირდა. ვენეციას ყოველწლიურად 22 მილიონი ტურისტი სტუმრობს.